აქციის მონაწილეებს  სამართალდამცველებმა  კასრები ჩამოართვეს

ინციდენტი მოხდა ამაღლების ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კასრები ჩამოართვეს. კასრების ჩამორთმევის პროცესში ერთმანეთს სიტყვიერად სამართალდამცველები და დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.

„ ეს პოლიციელები აქამდე იყვნენ მონები, ახლა იქცნენ ყაჩაღებად, გვართმევენ ჩვენ ნივთებს და მიზეზსაც არ ასახელებენ. გვიღობავენ გზას. რა კანონის საფუძველზე ხდება ვერ გეტყვით“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რაზეც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განუმარტა, რომ „კასრების ჩამორთმევა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა, ვინაიდან კასრები შესაძლოა პიკეტირებისას ყოფილიყო გამოყენებული“.

„კარგით გავიგეთ რომ ივანიშვილს კასრების ეშინია, „ ადიალებისაც“ ეშინია? „ადიალებსაც“ ჩამოგვართმევთ? აკითხინეთ გახარიას ივანიშვილისთვის, პლედების მოტანა არაკონსტიტუციურად ხომ არ ჩაითვლება?! - ეგეც გასათბობად გვინდა, ცხელი ჩაი ხომ არ ითვლება არაკონსტიტუციურად“?!- მიმართა სამართალდამცველებს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს