"გაბედეს" წევრებმა, პარლამენტის შენობაზე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან სტიკერები გააკრეს, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა, პარლამენტის შენობაზე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან სტიკერები გააკრეს, რომლებზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზღაპრის გმირ ბურატინოს ცხვირით და ქუდითაა გამოსახული.

აქტივისტების თქმით, ეს სტიკერი სიმბოლურად სწორედ ბიძინა ივანიშვილის ტყუილებს ასახავს.

"ბურატინოს ცხვირი ეზრდება ტყუილის გამო და ბიძინაც იმიტომ გამოვსახეთ ბურატინოს სახით", - აღნიშნა აქტივისტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს