სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

სლოვაკეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, პაველ ვიზდალმა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაველ ვიზდალს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ახლო მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. ამ კონტექსტში, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნეს კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა. შეხვედრაზე, ხაზგასმულ იქნა მიმდინარე კვირაში დაგეგმილი „ვიშეგრადის ოთხეულის“ პოლიტიკური დირექტორების ვიზიტის მნიშვნელობა. სლოვაკეთთან, როგორც ეუთო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ჩათვლით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა სლოვაკეთის, როგორც ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მხარდაჭერის მნიშვნელობა. სლოვაკეთის ელჩმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებთან და მისწრაფებებთან დაკავშირებით, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; ამასთან, მან გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით. შეხვედრის ბოლოს, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგებს საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მიერ აქტიური და ძლიერი მხარდაჭერისათვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა