დავით ზალკალიანი  ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს ვოლფგანგ ჰელმიხს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო - გერმანიის წარმატებულ და ინტენსიურ საპარლამენტო თანამშრომლობას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობებს. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე ნატოსთან თავსებადობის მიმართულებით.

გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული წვლილი ნატოს სამშვიდობო მისიებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას და საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელიც მიმართულია ვითარების დეესკალაციის, ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ. მხარეები შეხვედრაზე ასევე შეეხნენ გლობალურად არსებულ გამოწვევებს და აღნიშნეს მათ დასაძლევად აქტიური თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობა.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო