გიგა ბოკერია - პოლიციელებმა წაართვეს წალამი აქტივისტებს, დაუწყეს ჭიდაობა და ამ ჭიდაობაში დაგვაკავეს მე, თენგიზ გუნავა და კიდევ რამდენიმე აქტივისტი -  მერე გვითხრეს, არ დაგვიკავებიხართ, განგარიდეთო

უკანონოდ გააჩერეს მანქანა, წაართვეს წალამი აქტივისტებს, დაუწყეს ჭიდაობა და ამ ჭიდაობაში დაგვაკავეს მე, თენგიზ გუნავა და კიდევ რამდენიმე აქტივისტი. მერე გვითხრეს, არ დაგვიკავებიხართ, განგარიდეთო და გადმოგვსვეს მანქანიდან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე საათის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადა.

ბოკერია ამბობს, რომ ვინაიდან აქციაზე შეშის მოტანას უკრძალავენ აქტივისტებს, გადაწყვიტეს, წალამი მიეტანათ, თუმცა, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მობილიზაცია გამოაცხადა და “წალმის კონტრაბანდა” აღკვეთა, რა დროსაც ის და რამდენიმე ადამიანი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ განარიდეს.

“მთელი დღეა სამარცხვინო ბრძანება აქვთ პოლიციელებს, რომ შეშა არავის შემოატანინონ, რადგან მომიტინგეები ვერ გათბნენ. ჩვენ რომ შემოგვქონდა შეშა, პოლიციის 6 მანქანა მოვიდა, გაგა კირკიტაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც გვითხრა, რომ შეშის შემოტანა არ შეიძლება, რადგან საშიშიაო. სრულიად უსაფუძვლო და უკანონო ბრძანებაა და მერე ერთმა პოლიციელმა აგვიხსნა, რომ პოლიციელს ესროლეს შეშა და ამიტომ არ შეიძლებაო. ამიტომ ჩვენ მოვიტანეთ წალამი, რომელსაც ვერავის ესვრი და ამის “კონტრაბანდა” აღკვეთეს დიდი სპეცოპერაციით, ათეული პოლიციელით. უკანონოდ გააჩერეს მანქანა, წაართვეს წალამი აქტივისტებს, დაუწყეს ჭიდაობა და ამ ჭიდაობაში დაგვაკავეს მე, თენგიზ გუნავა და კიდევ რამდენიმე აქტივიტი. მერე გვითხრეს, არ დაგვიკავებიხართ, განგარიდეთო და გადმოგვსვეს მანქანიდან. აქ დაკავება არ არის მთავარი, აქ ნიშანდობლივია, რაში ხარჯავს პოლიციის რესურსს ივანიშვილის რეჟიმი, რომ წალამი ვერ შემოიტანონ აქვიაზე, რათა გათბნენ და ჰგონიათ, რომ ამით ჩაახშობენ პროტესტს. სამარცხვინო სურათია პოლიციისთვის, მათაც ამცირებენ, მთელი ქვეყანაა დამცირებულია ამ სამარცხვინო კაცისა და მისი კლოუნების ხელში და ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რატომ უნდა ვიყოთ დღეს აქ, რატომ უნდა გაგრძელდეს პიკეტი, სანამ უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას ან დაამთავრებს ძალიან ცუდად”, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა