პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები ამ დროისთვის აღებულია

პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები ამ დროისთვის აღებულია. სპეცრაზმმა კარვები აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანის პარალელურად აიღო. ამ დროისთვის რამდენიმე კარავი მხოლოდ ტროტუარებზე დგას.

აღსანიშნავია, რომ სპეცრაზმის ნაწილი ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებს. აქციის მონაწილეები მათ აცილებენ შეძახილით „ბიძინას მონები“, მეორე ნაწილი კი ჩიტაძის და ჭიჭინაძის ქუჩებზე განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა ავტობუსიც ჩააყენა, რის გამოც ქუჩა, გადაკეტილია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო