პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა - აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ რჩებიან

პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა. ამ დროისთვის ისინი ჭიჭინაძის, ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩაზე არიან განლაგებულები. აღსანიშნავია, რომ ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა ავტობუსიც ჩააყენა, რის გამოც ქუჩა, გადაკეტილია.

ამასთან, პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები ამ დროისთვის აღებულია. სპეცრაზმმა კარვები აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანის პარალელურად აიღო. ამ დროისთვის რამდენიმე კარავი მხოლოდ ტროტუარებზე დგას.

აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ რჩებიან.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა