თბილისში მიმდინარე მოვლენებზე „როიტერსი“ სტატიას აქვეყნებს

"ქართულმა პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა და აქტივისტები დააკავა, - ამ სათაურით სტატიას სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.

„სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან ოთხ ლოკაციაზე იმყოფებოდნენ, იძულებულები გახდნენ, დაშლილიყვნენ, თუმცა ათეულობით დემონსტრანტმა ერთ ადგილას, პარლამენტის შენობის წინ მოიყარა თავი,“ - წერს „როიტერსი“.

სააგენტო ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დაკავებულია.

„აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების ბოკირებას გეგმავდნენ და აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობაში არ შეუშვებდნენ, თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემდნენ,“- წერს „როიტერსი“.

სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციები ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში ორი კვირაა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა