ნიკა მელია - მთელი პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული, ქუჩაში დგას მთელი საზოგადოება, ივანიშვილის მხარეს კი არიან მხოლოდ „რობოკოპები“

მე მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუთი უნდა მოგვმართოს. საინტერესოა რას იტყვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არ არის ადეკვატური და თუკი რამეს იტყვის, კიდევ უფრო მეტ ბრაზს გამოიწვევს ხალხში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ფიზიკურად უსწორდება თავის ხალხს და მათთან დიალოგშიც კი არ შედის.

„ჩვენ ვართ უკომპრომისო ჩვენს მოთხოვნებში, რომელიც გულისხმობს თავისუფალი არჩევნების უფლებას, იგივე პროპორციულ არჩევნებს, რასაც ივანიშვილი დაპირდა ხალხს და შემდეგ ისევ უკან მიიტაცა. ავტობუსებით ჩახერგილი, 90- იან წლებს ჰგავს აქაურობა. დღეს ივანიშვილი არის უსუსტესი ადამიანი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება თავის ხალხს და მათთან დიალოგშიც კი არ შემოდის. როდესაც ხალხი არის სამართლიანად გაბრაზებული ის მანამ იქნება გაბრაზებული, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.მთელი პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული და ქუჩაში დგას მთელი საზოგადოება, ივანიშვილის მხარეს დგას არავინ - „რობოკოპები“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს