თბილისში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან

თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან.

BBC-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს დედაქალაქში აქციები უკვე 2 კვირაზე მეტია რაც მიმდინარეობს.

„დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მიმდინარე სისტემა ხელსაყრელია მმართველი, „ქართული ოცნების“ პარტიისთვის. აქციის მონაწილეებმა დაბლოკეს პარლამენტის შესასვლელები, რათა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლონ სამშაბათის სესიაზე დასწრება“,- წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აცხადებს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. მათი ცნობით, მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში, მთავრობის მიერ შეუსრულებელმა დაპირებამ გამოიწვია, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით კი, ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ათასობით ადამიანი თბილისში, მთავრობის გადადგომას ითხოვს. მათივე თქმით, პოლიციამ დემონსტრაცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

გამოცემა აქციების ანტი-რუსულ ხასიათზეც წერს. მათი ცნობით, აღნიშნული პროტესტი იმ დემონსტრაციებს მოჰყვა, რომელიც რუსული გავლენის წინააღმდეგ იმართებოდა საქართველოს დედაქალაქში. სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია ფოტო აქციიდან, წარწერით „შეაჩერეთ პუტინის ოცნება“.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 37 ადამიანი დააკავა. გამოცემის ცნობით, ოპოზიცია დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები სლოგანით „ყველა ერთის წინააღმდეგ“, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვიან.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო