მერაბ ქვარაია - პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს

რა თქმა უნდა, სასიამოვნო პროცესი ეს არავისთვის არის, თუმცა, ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს თავის გეგმები და ამოცანები, ხშირ შემთხვევაში პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე.

მისივე თქმით, სამართალდამცავები მოქმედებდნენ კანონის დაცვით.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, ამიტომ პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.

პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალურად კანონის ფარგლებში. არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია და დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მეორე მხრივ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ კანონის ფარგლებში,"- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მისივე თქმით, ბიუროს სხვა სივრცეში ჩატარება კონსტიტუციური დარღვევა იქნებოდა და ერთადერთი კანონიერი გზა არის, რომ პარლამენტის შენობაში ჩატარდეს პარლამენტის სხდომა.

„ქვეყნის განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ვალდებულება გვაქვს ყველას, მათ შორის ოპოზიციას“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს