არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მივიდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მივიდა. მას მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე იმყოფება.

საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი იმყოფებიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცავების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

ამასთან, აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელებთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა სურთ, ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო