29 ნოემბერს, „შავ პარასკევს“ გამომცემლობა „პალიტრა L“ რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი

29 ნოემბერს, „შავ პარასკევს", გამომცემლობა „პალიტრა L" რამდენიმე ადგილზე იქნება წარმოდგენილი.

„პალიტრა L" - ის ინფორმაციით, „თბილისის წიგნის დღეებსა" („ექსპო ჯორჯია", წერეთლის #118) და „წიგნის ფესტივალი ქარვასლაში" (ც. დადიანის #7) გამომცემლობის წიგნების შეძენა 30%-დან 80%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

„შავი პარასკევი“ - მადლიერების დღის მეორეა დღე აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს. „შავი პარასკევი“ როგორც წესი, 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება. იხილეთ ღონისძიებების ბმულები: https://www.facebook.com/events/432002984166739/ ; https://www.facebook.com/events/2535934636490868/

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა