სოფო კილაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო აქტივიზმს ფარად იყენებს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს

აქ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმს ფარად იყენებს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციაზე წასვლას ცდილობს, ხელისუფლებამ კანონიერი რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, არ არის სასიამოვნო, რომ გარკვეულწილად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ვიღაცამ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია მიიღო ამ მანიფესტაციის ფარგლებში. აქ აუცილებელია სახელმწიფოს კანონისმიერი რეაგირება. ჩვენ შევხედეთ, რომ პოლიციამ წინა შემთხვევაშიც და ამ დილითაც მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოვლინა, ისეთი პროფესიონალიზმი, რომელიც ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი“, - განაცხადა კილაძემ.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა დაირქვეს გაერთიანებული ოპოზიცია, რუსთაველის გამზირზე წინა ხაზზე მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ჩანან და ცდილობენ ყველანაირ პროვოკაციაზე წავიდნენ.

„პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციის ნაწილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების გარდა, აქ არიან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები და დამოუკიდებელი დეპუტატები“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებისთვის შეშის მიტანის შეზღუდვას, სოფო კილაძის განცხადებით, პოლიციის პირველადი ფუნქციაა პრევენცია.

„პრევენცია გულისხმობს იმას, რომ სანამ რაიმე უბედურება დატრიალებულა იქამდე აღმოფხვრან,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს