გია ვოლსკი - ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა ძალიან მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს

ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა ძალიან მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, უხერხულობას უქმნის ის, რომ პარლამენტის მუშაობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიცვას კანონი.

„ნებისმიერი საკითხი უნდა განვიხილოთ კანონის ჭრილში. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ვინც კომფორტს გრძნობს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება გერმანული მოდელი. თუმცა ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, არ მგონია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე წარმატება ჰქონდეს.

ვფიქრობ, მათი მთავარი ამოცანაა იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს და დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, კანონს არ უნდა გავცდეთ არც ისინი და არც ჩვენ“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პიკეტირება დანაშაულია, მითუმეტეს ეს დანაშაული ემოციითაა გამოწვეული და ამავე დროს, ორგანიზებულია ტრადიციული ჯგუფის მიერ და მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისკენ.

„რასაკვირველია, იმოქმედებდა პოლიცია“, - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, პარლამენტში დეპუტატები პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი იმყოფებიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცავების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო