მამუკა მდინარაძე - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც არის ბოკერიას პარტიიდან, დაადასტურა, რომ მათი პარლამენტი ბუტაფორია იყო

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბოკერიას პარტიიდან დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს, სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები და აქციის დაშლის ფონზე სესიის ჩატარება ქმნის უხერხულობას, თუმცა, კიდევ უფრო ცუდი საყურებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების ქმედებები.

„ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში სხვადასხვა საგნები, ქვიშის ტომრები, კასრები, ხის ნაჭრები და ა.შ. რისთვის გამოიყენეს დემონსტრანტებმა. იყო მცდელობა პარლამენტის ბლოკირების, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და პოლიცია ახდენდა დანაშაულის პრევენციას. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ცდილობს, ვიღაცამ დანაშაული ბოლომდე მიიყვანოს და შემდეგ ამაზე რეაგირება მოახდინოს. ამ ფორმებით რეაგირება არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ მეორე მხრივ პოლიცია ვალდებულია მოახდინოს დანაშაულის პრევენცია.

გუშინ, პირდაპირ ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც არის დღეს ბოკერიას პარტიის ერთ- ერთი ლიდერი, განაცხადა, რომ ჩვენ 4 თვის განმავლობაში არ შევსულვართ პარლამენტში, მერე რა მოხდაო. ამით დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს, სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის უხერხულობას, მაგრამ კიდევ უფრო უხერხული და ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ, რომ შექმნან ქაოსი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო