პალესტინაში „მრისხანების დღეები“ იმართება

პალესტინაში „მრისხანების დღეების“ გამართვა იგეგმება. ამ გზით, პალესტინის მოსახლეობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას გააპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ისრაელის დასავლეთის ნაპირზე არსებულ ებრაულ დასახლებებს კანონიერად ცნობს.

„მრისხანების დღეების“ ფარგლებში პალესტინის ცენტრალურ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართება.

პალესტინელი ოფიციალური პირების ცნობით, სასწავლო დაწესებულებები დროზე ადრე დაიხურება, რათა მოსწავლეებს და სტუდენტებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.

ებრაული მედიის ცნობით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შეუერთდება თუ არა ჰამასი აღნიშნულ აქციებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თეთრი სახლი პოზიციას ცვლის და „მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა კანონიერია“.

1978 წლის, ამერიკის შეერთებული შტატების დადგენილებით, მდინარე იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა „შეუსაბამო იყო საერთაშორისო კანონმდებლობისთვის“. იგივე პოზიციაა დაფიქსირებული გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, რომელთაგან ბოლო, 2016 წელს იქნა მიღებული. დასახლებების არაკანონიერება აღიარებული იყო ჟენევის მეოთხე კონვენციის მიხედვითაც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა