სიმონ ნოზაძე აქციის გამთენიისას დაშლაზე - სხდომა უნდა ჩატარდეს და რა მნიშვნელობა აქვს როდის გაიყვანენ?

ქვეყანაზე შექმნილ სიტუაციაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია დესტრუქციული ოპოზიცია და შემდეგ ხელისუფლება, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ნოზაძემ აღნიშნა, ის თავის წილ პასუხისმგებლობას არ გაექცევა.

"როდესაც წესრიგი ირღვევა და მე წესრიგის დარღვევად ვთვლი ბლოკირებას, მაშინ სამართალდამცავი სისტემა იღებს ზომებს. მე სპეცრაზმის დახმარებით არ შემოვედი, ჩვეულებრივ მივედი ფეხით დაუბრკოლებლად," - განაცხადა ნოზაძემ.

მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, რამდენად გამართლებულია აქციის მონაწილეების დაშლა გამთენიის 5 საათზე, რაზეც ნოზაძე აცხადებს, რომ "სხდომა უნდა ჩატარდეს და რა მნიშვნელობა აქვს როდის გაიყვანენ?"

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს თვითონ გადაწყვეტს", - განაცხადა ნოზაძემ.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის დაპირებას, ხოლო „შემდეგ დაპირების არშესრულებას“, ნოზაძის თქმით, "ეს ტრაგედია არ არის".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა