ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შსს- ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადმინისტრაციული კოდექსით 28 პირი იყო დაკავებული, თუმცა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სირაძემ, რომელიც პარლამენტთან იმყოფება.

შსს- ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ის მიზეზიც განმარტა, რის გამოც სამართალდამცავები პარლამენტთან ამ დრომდე იმყოფებიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან ხდება პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე პროვოკაციები და ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა, შესაბამისად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და უზრუნვეყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს დეპუტატებისა თუ მოქალაქეების თავისუფლად გადადგილებას", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამასთან, სირაძის თქმით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს.

"დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელიც გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენელმა მოახდინა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ მათთან და გონივრული ვადა მისცეს, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ, ასევე გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას, არ დაეკეტათ სავალი ნაწილი და გაეხსნათ პარლამენტის შესასვლელები. მათ მიეცათ გონივრული დრო, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ამის შემდეგ მეორედ მივედით პოლიციის წარმომადგენლები და მოვუწოდეთ, რომ გადასულიყვნენ და მშვიდ ვითარებაში გაეგრძელებინათ პროტესტი, რაზეც კვლავ გააგრძელეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები რუსთაველის გამზირზე ჩამოიყვანეს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ყოველგვარი სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის. ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩამოვიყვანეთ", - განაცხადა სირაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა