ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ნაძალადევის რაიონში 24 კორპუსის ამორტიზებული სახურავი ახლით შეიცვალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ სამ მისამართზე შესრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის (თემქა) X კვ. N36ა კორპუსში განხორციელდა, სადაც 1 320 კვ.მ ფართობზე შეიცვალა სახურავი და ასევე, ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა.

აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვლთან ერთად შეხვდა და შესრულებული სამუშაოების შესახებ მოსახლეობის აზრი მოისმინა.

„ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ვაგრძელებთ კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ამხანაგობების აქტიურობით და გამგეობის დაფინანსებით, ასეთი ტიპის ბევრი პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 38 773 ლარი დახარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა