ექიმების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულ პირს თვალის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულ პირს თვალის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინე სახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში გადაყვანილი სამი პაციენტიდან ორი უკვე გაწერეს.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ აქციიდან შემოვიდა სამი პაციენტი, რომელთაგანაც ერთი პაციენტი შემოვიდა ღამის საათებში, ხოლო ორი - დილას, 6 საათის შემდეგ. სამი პაციენტიდან ერთ-ერთი, რომელიც ღამის განმავლობაში იქნა შემოყვანილი, მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ორი პაციენტი, რომლებიც შემოვიდნენ დილის საათებში, ამ ეტაპზე არ იმყოფებიან ჰოსპიტალსში, რადგან არიან ბინაზე გაწერილი”,- განაცხადა კოსტანტინე სახვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა