გიორგი კახიანი ოპოზიციაზე - საპროტესტო აქციებით, კარვების გაშლით შედეგს ვერ მიიღებენ, ასეთი ფორმით მეტად მოახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას

საპროტესტო აქციებით, კარვების გაშლით ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ გარდა იმისა, რომ ასეთი ფორმით მეტად მოახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, პროცესის საპარლამენტო ფორმატში გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს.

"ბუნებრივია, ის, რაც ხდება პარლამენტის გარეთ, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და ორდინალური ვითარება. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე ჩვენ ორდინალურ და საპარლამენტო განხილვების ფორმატში მოვექცეთ - ეს იქნება დებატები, დისკუსია და ა.შ. იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიცია ძალიან მალე მივა ამ დასკვნამდე. საპროტესტო აქციებით, კარვების გაშლით ისინი ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებენ გარდა იმისა, რომ ასეთი ფორმით მეტად მოახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას. არ მგონია, რომ საქართველოში დღეს საზოგადოებას მოსწონდეს ასეთი კარვები.

ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს პროცესი გარკვეულწილად იმ გადაწყვეტილებით იყო ნაკარნახები, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნას უკავშირდებოდა. მგონი, ისიც გასაგებია, რომ ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ ის, რაც ხდება პარლამენტის გარეთ, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში იღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და ბუნებრივია, სახელმწიფო ახდენს შესაბამის რეაგირებას. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე გვაქვს როგორც ჩვენ, ასევე ოპოზიციას. ალტერნატივა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდეს ეს ყველაფერი, არ აქვს", - განაცხადა კახიანმა და დასძინა, რომ "ქართული ოცნება" თავის წინ პასუხისმგებლობას არსებულ ვითარებაზე გრძნობს, თუმცა, ასევე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციასაც, რომ მათი ქმედებები კანონის ჩარჩოში იყოს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო