მედიის ინფორმაციით, რუსეთში ძროხებს თავზე VR-მოწყობილობები დაამაგრეს და კლასიკურ მუსიკას ასმენინებენ, რათა მეწველობა გაიზარდოს

რუსეთში ძროხებს თავზე ვირტუალური რეალობის მოწყობილობები დაამაგრეს, სადაც ბალახი უფრო მწვანე ჩანს. ინფორმაციას The Moscow Times აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მოსკოვის რეგიონის ფერმერებმა მოწყობილობები ძროხების მეწველობის გაზრდის მიზნით გამოსცადეს.

„ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულით შემცირდა ძროხების შფოთვა და ნახირს განწყობა გაუუმჯობესდა“, - განაცხადეს რეგიონულ სოფლის მეურნეობის ადმინისტრაციაში.

მათი ცნობით, ექსპერიმენტის მეორე ფაზის დროს გამოიკვლევენ, რა გავლენას მოახდებს VR-ტექნოლოგიები მეწველობაზე.

„ინტეფაქსის“ ცნობით, კვლევა კრასნოგორსკის ფერმაში მიმდინარეობს. როგორც ადგილობრივი ადმინისტრაცია იუწყება, ძროხებს ადგილობრივი მწარმოებლები კლასიკურ მუსიკასაც ასმენინებენ, რომლის „დამამშვიდებელი ეფექტი დადებითაც მოქმედებს რძის გამოყოფაზე“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს