მედიაწიგნიერების წარმატებული თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ევროკავშირის 8 ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარებული ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში Happy Onlife უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციის ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ Happy Onlife-ის ადაპტირებული ვერსია შექმნა და ქართულ ენაზე თარგმნა. დღეიდან ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ აპლიკაციის საშუალებით, გაეცნონ ციფრული მედიის უსაფრთხოდ გამოყენების წესებს. აპლიკაციის მიზანია, ბავშვებმა და მოზარდებმა ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი თამაშით ისწავლონ. ამავდროულად “Happy Onlife“ ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან.

Happy Onlife-ის აპლიკაციის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია, IOS და ANDROID სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებში.

გარდა ონლაინ აპლიკაციისა, კომუნიკაციების კომისიისა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით, Happy Onlife-ის სამაგიდო თამაშით, საქართველოს სკოლებში ისწავლიან. თამაში გათვლილია, როგორც დაწყებითი, ასევე უფროსი კლასის მოსწავლეებისთვის. პირველ ეტაპზე Happy Onlife-ით ათამდე სკოლაში შეძლებენ სწავლას. თუმცა, ონლაინ აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

2018 წელს კომუნიკაციების კომისიას საქართველოს კანონით მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია დაეკისრა. კომუნიკაციების კომისია განათლების სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის