წიგნის - „სანივთო სამართლისა“ და ჟურნალ „კერძო სამართლის მიმოხილვის“ პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო წიგნის „სანივთო სამართალი“ და ჟურნალის „კერძო სამართლის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გაიმართა.

„სანივთო სამართლის“ სასწავლო წიგნის ავტორია თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია.

მისი თქმით, „ჩემი ავტორობით გამოიცა - „სანივთო სამართალის“ სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, რომელიც სამოქალაქო სამართლის უმნიშვნელოვანეს ქვედარგს - სანივთო სამართალს ეხება. წიგნში სანივთო სამართლის ფუნდამენტური ცნებებია განხილული, ისეთები, როგორიცაა ქონების ცნება, რომელიც სანივთო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური ცნებაა და დღემდე სამართლის სხვადასხვა სისტემაში კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის შედეგად ფორმირდება. შემდგომი ნაწილები ნივთებთან ადამიანის ურთიერთობის სამართალია, ფაქტობრივი ურთიერთობები - მფლობელობის სახით და სამართლებრივი ურთიერთობები საკუთრების სახით. სასწავლო წიგნი თემატურად კოდექსის სისტემას მიჰყვება და შემდგომი ნაწილები ეხება სამეზობლო ურთიერთობების, მრავალბინიან სახლებში ბინის საკუთრებისა და სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებებს. წიგნი დაიწერა სტუდენტებისათვის. მასში ბევრი მაგალითია შესული როგორც გერმანული, ისე ფრანგული სასამართლო პრაქტიკიდან, რომელიც ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროშია. ძალიან მნიშვლნელოვანია იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოიცემული ჟურნალი - „კერძო სამართლის მიმოხილვა“, რომელშიც მკითხველი ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების სტატიებს იხილავს სამართლის მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ვალდებულებებზე. თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი მართლაც გამოირჩევა აკადემიური აქტივობით, რაც უდავოდ მისასალმებელია და ეს გამოცემა ამის კიდევ ერთი კარგი დადასტურებაა.”

„თამარ ზარანდიას წიგნი „სანივთო სამართალში“ არის უაღრესად მაღალი დონისა და მაღალი აკადემიური ენით დაწერილი სახელმძღვანელო. ის მოიცავს თითქმის ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დღეს სჭირდებათ ჩვენს სტუდენტებს. ამავე დროს, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მეორე გამოცემას. ამ ნომერში ოცამდე ავტორის სტატიაა თავმოყრილი, რომელიც ეხება ძალიან აქტუალურ თემებს. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებას, მის გავლენას ქართულ სამართალზე,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა, თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა ბესარიონ ზოიძემ.

ღონისძიებას თსუ პროფესორები, სტუდენტები მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა