ცენტრი „ემპათია“ პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას დაზარალებულებს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია, ცენტრი „ემპათია“ პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას დაზარალებულებს მიმართავს.

„არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ გმობს რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო, მშვიდობიანი აქციის მორიგი ძალადობრივი დარბევის ფაქტს და მიმართავს ყველა დაზარალებულთ, მომართონ ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო ექსპერტიზისა და სამართლებრივი რეაგირებისათვის.

ამავდროულად მოუწოდებთ ხელისუფლებას: შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ყინვაში გასათბობი საშუალებების წართმევა, ცივი წყლის ჭავლით დარბევა არღვევს ადამიანის ჯანმრთელობის კონსტიტუციურ უფლებას, ასევე გამოხატვის თავისუფლების უფლებას და წარმოადგენს არაადამიანური მოპყრობის ნიმუშს. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს მოსახლეობის დაშინებას, რაც ტოტალიტარული რეჟიმებისათვის დამახასიათებელი ფენომენია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრი „ემპათია“ აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს: 599 885468 /28.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო