ირაკლი სესიაშვილი - მომავალ წელს საქართველო აშშ-სგან თავდაცვის სფეროში  რეკორდულ ფინანსურ დამხმარებას მიიღებს

მომავალ წელს საქართველო აშშ-სგან თავდაცვის სფეროში რეკორდულ ფინანსურ დამხმარებას მიიღებს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილმა აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ორ ქვეყანას შორის ჩარჩო-ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

„რთული პოლიტიკური პროცესია დღეს საქართველოში, თუმცა მე მინდა გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტს. ზოგადად, რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა რეგიონში და ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის სტარტეგიული ურთიერთობა აშშ-სთან არის მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს საზოგადოებას შედეგების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო.

რამდენიმე დღის წინ პენტაგონში ხელი მოეწერა უსაფრთხოების საკითხებში ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნასა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. აღნიშნული ხელშეკრულება გამოხატავს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს მიერ გამოცხადებული განვითარების კურსის მიმართ. ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების ხარისხის ამაღლებას.

მომავალ წელს საქართველო აშშ-სგან მიიღებს რეკორდულ ფინანსურ დახმარებას თავდაცვის სფეროში, რაც არის ძალიან მნიშნელოვანი. ეს არის ჩვენი მოკავშირეობა, რაც გამოიხატება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ხშირად გვესმის ჩვენი ოპონენტებისგან, თითქოს საქართველო გაქრა საერთაშორისო ორბიტიდან და თითქოს ნატო-ში გაწევრიანებას საფრთხე ემუქრება, რაც არის მიზანმიმართული სიცრუე. ჩვენი ქვეყანა მყრად დგას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს