მერაბ ქვარაია - ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში მიაღწიოს შედეგს,  თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე გვაქვს ვალდებულებები. ამიტომაც აგრძელებს საქართველოს პარლამენტი მუშაობას და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ქვარაია აცხადებს, არაა სასიამოვნო, რომ პარლამენტს მუშაობა პროტესტის ფონზე უწევს.

„რა თქმა უნდა, არც ერთ ჩვენგანს არ სიამოვნებს რაც ხდება, ის, რომ ეს სავარძლები ცარიელია, ჩვენი მოქალაქეები, მრავალრიცხოვანია თუ არა, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არიან გარეთ. ბუნებრივია, ადამიანურად თითოეული ჩვენგანისთვის ეს ემოციურია.

ამიტომაც აუცილებელია, ჩვენ ყველამ ჩვენი ხალხი, ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის განვითარება დავაყენოთ წინა პლანზე. თუ ოპოზიციას აქვს საკუთარი გეგმები და ამოცანები, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გვაქვს ვალდებულებები, რომელიც ყველამ პირნათლად უნდა შევასრულოთ“,-აცხადებს ქვარაია.

ქვარაიას განცხადებით, სიცრუეა ნარატივი, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია და პროპორციული არის დემოკრატიული.

„უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში სწორედ შერეული სისტემით, რომელიც დაბალანსებული იყო, ხდებოდა არჩევნები საქართველოში და ასეთი არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს. ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში მიაღწიოს შედეგს, რა თქმა უნდა, თუ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

მინდა მივმართო ოპოზიციონერ კოლეგებს, ჩვენი ხალხის და ქვეყნის გამარჯვება იქნება ის, ჩვენი ძალისხმევა იმას მოვახმაროთ, რომ 2020 წლის არჩევნები უპრეცედენტოდ დემოკრატიულ თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩავატაროთ. დაე ხალხმა გადაწყვიტოს, შეაფასოს წარსული და გადაწყვიტოს მომავალი“,- აცხადებს ქვარაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა