მალიში, ჯიჰადისტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 13 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ინციდენტი ორშაბათს ღამით მოხდა.
ემანუელ მაკრონმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებება გამოთქვა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.