გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს ატარებს

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს ატარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგების პირველ ეტაზე მონაწილეები კოოპერატივებისთვის განსაზღვრულ შიდა საწარმოო ურთიერთობებსა და სამართლებრივ რეგულაციებს გაეცნენ. ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ თეორიული ინფორმაცია.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით საქართველოს მასშტაბით 300-მდე მეპაიის გადამზადებას გეგმავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა