აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების ოფშორულ ბაზარზე 85.05 მილიონი ლარი მოიზიდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 85.05 მილიონი ლარი (28.6 მილიონი აშშ დოლარი) მოიზიდა ოფშორულ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველადი გამოშვებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდებით დაიფარება თბილისის ბანკთაშორის განაკვეთის (TIBR) 6 თვის მცურავი კურსის კუპონური საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მარტში წარმოადგინა საპროცენტო განაკვეთის მყარი ნიშნული, რომელიც როგორც სანდო და გამჭვირვალე ინდექსი, ბაზრის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც ფულად, ისე დერივატულ კონტრაქტებში გამოიყენონ. TIBR-ის განაკვეთი გამოთვლილია ისტორიული დარიცხვის მეთოდით და მიბმულია ე.წ. „ოვერნაით“ TIBR-ის ინდექსზე.

„ADB ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციების აქტიური მხარდამჭერია. ობლიგაციების ემისია არამხოლოდ ხელს უწყობს ADB-ის ადგილობრივი ვალუტის დაფინანსების ოპერაციების გამრავალფეროვნებას, არამედ მობილიზებას უკეთებს ინვესტიციებს საერთაშორისო დანაზოგებიდან და ამავე დროს, ეხმარება საქართველოს ახალი, მყარი საპროცენტო განაკვეთის ნიშნულის მიღებასა და დანერგვაში”, -განაცხადა ADB-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა.

Эობლიგაციების ემისიის სტრუქტურა შემუშავებულია, როგორც ლარში დენომინირებული ინფლაციაზე მიბმული ობლიგაცია, რომელიც დაფიქსირებულია აშშ დოლარში და ADB-ის გლობალური საშუალო ვადიანი ბანკნოტების პროგრამაშია დოკუმენტირებული; რეგულირდება ინგლისური კანონმდებლობით; ტრანზაქციები ხორციელდება ქლეარსტრიმსა (Clearstream) და ეუროქლეარში (Euroclear) და დაშვებულია ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდები წარმოდგენილია პრემიების ამორტიზაციით და 2021 წლის ივლისში დაიფარება.

ADB-ს თავისი ადგილობრივი ვალუტის პროექტების ხელშესაწყობად ქართულ კაპიტალურ ბაზარზე ფასიანი ქაღალდები წარსულშიც გამოუშვია. ამჯერად, ADB-მა ოფშორულ ბაზარს თანხების საერთაშორისო ინვესტორებისგან მოსაზიდად მიმართა.

ფასიანი ქაღალდების განთავსება უზრუნველყო მერილ ლინჩ ინთერნეშენალმა (Merrill Lynch International) და აშშ-ში რეგისტრირებულმა ინვესტორმა შეიძინა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება საქართველოში სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემის გასაძლიერებლად ADB-ის მიერ გაწეულ დახმარებას. ასევე, მოხარული ვართ, რომ ფასიანი ქაღალდების გამოცემა დაკავშირებულია TIBR-ის ბანკთაშორის ნიშნულთან, რაც საპროცენტო განაკვეთის მყარი ნიშნულის რეფორმების მსოფლიოს უახლესი მიღწევების შესაბამისად განახლდა. ჩვენ ვხედავთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ გაზრდილ ინტერესს, რადგან ეს ვალუტა სულ უფრო პოპულარული ხდება განვითარებადი ბაზრების ინვესტორებს შორის”,- ამის შესახებ განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

„ADB საერთაშორისო ობლიგაციების წამყვან ბაზრებზე რეგულარული მსესხებელია და ამავე დროს აზიის განვითარებად ქვეყნებში სესხების წამყვანი გამცემია, ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრების განვითარების, როგორც საბანკო სესხების ალტერნატივის წახალისების მიზნით. 2019 წელს, ADB-მა დენომინირებული ობლიგაციები გამოსცა ინდონეზიურ რუპიაში, ყაზახურ ტენგესა და ფილიპინურ პესოში.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა