ლევან გოგიჩაიშვილი - რატომ ჩააგდეთ ქვეყანა ამ სიტუაციაში? - უნდა მოახერხო, რომ გოკა გაბაშვილის გამო გამოიყვანო სპეცრაზმი

რატომ ჩააგდეთ ეს ქვეყანა ამ სიტუაციაში? ბევრმა რატომ გადაუსვა ხაზი 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარს? - ამ შეკითხვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მოხერხება უნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს თავი დასაცავი.

„მე არ მსიამოვნებს, რომ ვიღაცებმა რაღაც კორიდორი უნდა გააკეთონ. მე ისედაც შემოვიდოდი, ვეცდებოდი, რომ შემოვსულიყავი. ვისაც გეშინიათ აკო მინაშვილის, ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ ნუ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, შემოვალ ამ პარლამენტში და გავივლი ამ ქალაქში რამენაირად ვიღაცებისგან განსხვავებით,“ - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და დამნაშავეები გარეთ ყოფილიყვნენ.

„მე ვფიქრობ, ეს უნდა მოახერხო, რომ გოკა გაბაშვილის გამო გამოიყვანო სპეცრაზმი, რომ იმ ადამიანებისგან მოგიწიოს თავის დაცვა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უბედური ყოფილიყო ქართული საზოგადოება და რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი ჩვენ ხომ კარგად ვიცით? - იმიტომ, რომ სისტემა გადმოიბარა, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა გუნდმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ - ყველა პროკურორი გადმოიბარეთ, ყველა მოსამართლე გადმოიბარეთ, ყველა პოლიციელი გადმოიბარეთ, რომლებსაც ან ნარკოტიკი ჩაუდიათ ადამიანებისთვის ან რამე გაუკეთებიათ. ყველა ის ადამიანი გადმოიბარეთ, ვინც სქემებს აკეთებდა.

ერთი რამე იცოდეთ, რომ მე აქ ყველას არ ვგულისხმობ. ვინც თავის თავზე იღებს, იმან მიიღოს, მაგრამ დღემდე არის ბევრი ნორმალური და წესიერი ადამიანი, რომელსაც ისევე სტკივა ეს ამბავი, როგორც შეიძლება ბევრ მათ მხარდამჭერს გარეთ სტკიოდეს. მაგრამ იცით რა არის?! „ქართულ ოცნებაში“ მინიმუმ 12 კაცია ახლა, ვისაც სამწუხაროდ, 1-ელ ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აქვს ხმა მიცემული და რაზე ვლაპარაკობთ ბოლოს და ბოლოს? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დამნაშავეები ამ ქვეყანაში გარეთ ყოფილიყვნენ. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გჭირდებათ იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შენარჩუნდეს, რომ ყველაფერი დაიხუთოს ამ ქვეყანაში. გაჩერდა ეს ქვეყანა ამ ორპულუსიანობაში. არანაირი განვითარება, არანაირი პერსპექტივა. ისევ ის დღის წესრიგი, ზოდელავას აცოცხლებთ? ზომბები გააცოცხლეთ! ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობაში უნდა მიგეცათ, დღეს რატომ უნდა იდგნენ აქ?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატის განმარტებით, საზოგადოების დაკვეთა არა ეს, არამედ ის არის, რომ ორპოლუსიანობისგან გაიწმინდოს პოლიტიკური სივრცე.

„რატომ ჩააგდეთ ეს ქვეყანა ამ სიტუაციაში? ბევრმა რატომ გადაუსვა ხაზი 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარს? - ეს არ ყოფილა დაკვეთა. ვისთვის აღდგა სამართლიანობა ერთი ამიხსენით? როგორ გადმოიფორმეთ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობებში? რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის უპასუხისმგებლობა! დღეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომ ორპოლუსიანობისგან გაიწმინდოს პოლიტიკური სივრცე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ იმგვარი არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში, რომ ელექტორალურად ძალიან სერიოზული პრობლემები იყოს ყველასთვის. რაც თქვეს აქ მთავრობის წარმომადგენლებმა, არაფერი გაკეთებულა. ყველა ყველაფერს ხედავთ, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება უშინაარსოდ შეინარჩუნოთ და ჩინჩალაძე იყოს უვადო მოსამართლე? ამისთვის აკეთებთ ყველაფერს?“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა