გედევან ფოფხაძე უმრავლესობას - „ნაციონალური მოძრაობა“ გრძელდება და მას აგრძელებთ თქვენ

ამომრჩეველს სჭირდებოდა თავისუფალი არჩევნები და ეს შანსი ჩვენი ამომრჩევლისთვის და ქვეყნისთვის უნდა მიგვეცა. ჩვენ ეს შანსი წავართვით მოსახლეობას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ფოფხაძემ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ისტორიულ რაკურსში განიხილა და პარალელები კომუნისტური რეჟიმის მმართველობასთან გაავლო.

„დღეს ნდობა პოლიტიკური პროცესებისა და ხელისუფლების მიმართ აღარ არის აღარც ქვეყნის შიგნით და აღარც ქვეყნის გარეთ. კარგად უნდა გაგვეაზრებინა, რა გადაწყვეტილებას ვიღებდით და როდესაც საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ უახლესი ისტორია. 1990 წელს, როდესაც მარტში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, მრგვალმა მაგიდამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით უარი თქვა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები. ოქტომბერში მიაღწია შერეულ არჩევნებს, პროპორციული პრინციპით გავიდა არჩევნებზე და მოიგო. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინაპირობა მაშინ.

გარწმუნებთ, რომ ცხრა აპრილის მერე მაჟორიტარული არჩევნების გამო კომუნისტური პარტია შეიძლებოდა დარჩენილიყო ხელისფლებაში. საბჭოთა კავშირის დროს იყო ასეთი პრაქტიკა, რომ წარმატებებს ადარებდნენ 1913 წლის მაჩვენებელს და ამბობდნენ, რომ ნიკოლოზის დროს რომ ლითონი ჩამოვასხით, იმაზე მეტი ჩამოვასხითო. არ შეიძლება ცხოვრება სულ იმ სტანდარტით, ვჯობივართ თუ არა ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“. საქართველო ვერ ვითარდება, ეს არის რეალობა. ამომრჩეველს სჭირდებოდა თავისუფალი არჩევნები და ეს შანსი ჩვენი ამომრჩევლისთვის და ქვეყნისთვის უნდა მიგვეცა. ჩვენ ეს შანსი წავართვით მოსახლეობას. არ შეიძლება ამ მოცემულობამ თავისი ასახვა არ ჰპოვოს უახლოეს მომავალში და პასუხისმგებლობა ჩვენზე ყველაზე,“ - გაანცხადა გედევან ფოფხაძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატამა „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებაც გაიხსენა, რომელიც პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხებოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მისი წინამორბედის პოლიტიკას აგრძელებს.

„კარგად მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ანალოგიური დაპირება, როგორ გამართლდა იმით, რომ მაშინ ოპოზიცია არ შევიდა დარბაზში. სახელებიც მახსოვს იმ მაჟორიტარების, რომლებმაც თქვეს, რომ ხალხი მოითხოვს არჩევნები ჩატარდეს მაჟორიტარული სისტემითო. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სტანდარტი. როგორ უნდა მიიღონ ჩვენმა კოლეგებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო რეზოლუცია, როცა მოსამართლეებად ისევ იმ ხალხს ვნიშნავთ, პროკურორებად ისევ ის ხალხი გვყავს და უშიშროებაში ისევ ის ხალხი მუშაობს? „ნაციონალური მოძრაობა“ გრძელდება და მას აგრძელებთ თქვენ“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო