ბექა ნაცვლიშვილი - იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ განეკუთვნებიან, რუსთაველზე „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დგანან

თუ აპირებთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით ამ პროცესების წაყვანას, ეს იქნება დამღუპველი ამ ქვეყნისთვის და თავი აარიდეთ ამას, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა მმართველ პარტიას პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდა თაობას პროგრესი ვერ ანახა, მათ დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგომაც კი არ ეთალიკებათ.

„ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ განეკუთვნებიან, რუსთაველზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დგანან. „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა ტრაგედია ამ ქვეყნისთვის. ეს ბავშვები პატარები არიან, არც მოსწრებიან ამას, მაგრამ პროგრესსაც ვერ მოესწრნენ. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ავტოავარიასავითაა, ავტოავარიას რომ გაუვლი, თან არც გინდა რომ გახედო და თან ცნობისმოყვარეობა რომ გიბიძგებს, რამენაირად შეხედო. ისინი რეალურ ცვლილებებს ითხოვენ. შეიძლება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული იქნება, პროპორციული, ე.წ. გერმანული მოდელი თუ პაპუა-ახალი გვინეის, მაგრამ ეს ხალხი ითხოვს ცვლილებებს, უკეთეს ცხოვრებას, შრომის პირობებს, პენსიას, იმას ითხოვს, რომ მათი შვილები, დედები არ გარბოდნენ საზღვარგარეთ და ოჯახებს არ ტოვებდენ,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან.

„პროპორციული სისტემა რატომაა იცით გამოსავალი? იმიტომ, რომ ეს ორი პარტია, ვის უკანაც დიდი კაპიტალი და ფინანსებია, მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე გაურგიდება დიდ ბიზნესს, ბიზნესი დააფინანსებს მათ და არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აქ მოხვდება, არ იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, იქნება ბიზნესის წინაშე. „ქართული ოცნებაც“ გადაიქცა ბიზნესის მომსახურე პარტიად,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა