პარლამენტთან აქციის დაშლისას დაკავებულებიდან 3 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან 3 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ 28 პირი დააკავეს. მათგან უმეტესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო