ნუკრი ქანთარია პრეზიდენტზე - სალობიეში ან სახაჭაპურეში ყოფნა დანაშაული არ არის, თუმცა, მე თავს შევიკავებდი

სალობიეში ყოფნა დანაშაული არ არის, - ასე პასუხობს ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აქციის მიმდინარეობისას პრეზიდენტის სალობიეში ყოფნასთან დაკავშირებულ კითხვას.

ამასთან, ქანთარიამ აღნიშნა, რომ თავად თავს შეიკავებდა.

„არ არის დანაშაული სალობიეში, ან სახაჭაპურეში ყოფნა. თუმცა, მე მაგალითად თავს შევიკავებდი“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

მისივე თქმით, უხერხულია ის, რაც გარეთ ხდება, თუმცა, ეს არ არის განსაცდელი.

შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა. მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები პრეზიდენტის მისამართით სკანდირებდნენ სიტყვას: „მონა“.

აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილთან შეკითხვები ჰქონდათ, თუმცა პრეზიდენტმა სალობიე უკომენტაროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს ტერიტორიის დატოვება პოლიციის და დაცვის კორდონის გავლით მოუწია.

იხილეთ ვიდეო:

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო