იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს ლონდონის სამიტზე რუსეთთან მიმართებაში ერთიან მიდგომას განვიხილავთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს ლონდონის სამიტზე რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას განიხილავენ.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო არის ევროპული უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია. ჩვენი ძალები ახდენენ კონფლიქტის თავიდან აცილებას და იცავენ მშვიდობას. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ნატო არის მომავალზე მორგებული ალიანსი. ჩვენ განვიხილათ ჩვენს ერთობას, ერთობლივ მიდგომას რუსეთთან მიმართებაში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, სამიტზე ჩინეთის საკითხსა და ახალი ტექნოლოგიების თემებსაც განიხილავენ.

„ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა უზრუნველყოფენ ალიანსის უსაფრთხოებას. ისინი ნათლად წარმოაჩენენ მრავალმხრივობის ძალას. ეს არის მრავალი ქვეყნის ერთობლივი მუშაობა ერთი საერთო მიზნისთვის“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს ლონდონის სამიტი 3-4 დეკემბერს, ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა