კახა კალაძე დაუსრულებელი მშებლობების საკითხთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის" პრობლემაზე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზეზი არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“. ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. ამ კომპანიის საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის" მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო კომპანია „მ2“-ს. ამ კომპანიის დამსახურებით და დედაქალაქის სამსახურების ჩართულობით მოხდა შეთანხმება და 2500-მდე ოჯახისთვის, შეიძლება ითვას, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია. სამი წლის განმავლობაში იქნება შესრულებული ვალდებულებები, რაც საამშენებლო კომპანია „მ2"-მა თავის თავზე აიღო, იქნება შესრულებული. ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს „ცენტრ პოინტთან" დაკავშირებით. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ იმ ეტაპამდე ვართ მისული, რომ არსებული პრობლემა პროექტების სახით გაგაცნოთ სამშენებლო კომპანიებს, რათა თქვენი ჩართულობითა და ჩვენი მხარდაჭერით შევძლოთ ამ პრობლემის მოგვარება და 6500-მდე ოჯახმა შეძლოს საკუთარი ფართების მიღება", - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს