ირაკლი კობახიძე - 200 „ნაციონალი“ პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს

პოლიტიკური კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენთან კრიზისი იქნებოდა იმ შემთხვევაში, დღეს პარლამენტის სხდომა რომ არ ჩატარებულიყო, მაგრამ ვერანაირი 200 „ნაციონალი“ პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

ამასთან, კობახიძე აცხადებს, კრიზისია არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, არამედ ზოგადად ოპოზიციაში. მისივე თქმით, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას და აქვს თავისი დღის წესრიგი.

„პოლიტიკური კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ისინი ებრძვიან საკუთარ კრიზისს. საკუთარ რიგებში კრიზისიდან გამოსავალი „ნაცმოძრაობამ“ თავად უნდა იპოვოს. არ ვიცი მოძებნიან თუ არა ამ კრიზისიდან გამოსავალს, თუმცა ძალისხმევა სჭირდებათ ამისთვის.

ჩვენ ვერ ვიმუშავებთ იმ დღის წესრიგით, რომელიც აქვს „ნაცმოძრაობას“. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, მიმდინარეობს საპარლამენტო მუშაობა. დღეს განვიხილეთ და მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ბუნებრივუია, ამ რეჟიმში გაგრძელდება მუშოაბა“,-აცხადებს კობახიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა