გია ვოლსკი „გირჩის“ აქციაზე - ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ გააკეთებს

ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერობის კანდიდატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „გირჩის“ გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა. ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „გირჩის“ წევრების „ხატებით" მისვლა და აქციაზე გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.

„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო - „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ," ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო