მერილენდის სასამართლომ 36-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სამი პირი უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, მერილენდის სასამართლომ, 36-წლიანი პატიმრობის შემდეგ სამი მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა. მედიის ცნობით, ალფრედ ჩესტანტს, რენსომ ვოთკინსს და ანდრიუ სტიუვარტს სამუდამო პატიმრობა 1984 წელს იმ დანაშაულისთვის მიუსაჯეს, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. სამივე მათგანს, რომლებიც დაკავების დროს არასრულწლოვნები იყვნენ, 14 წლის მოსწავლის მოკვლაში ადანაშაულებდნენ.

„ჯენტლმენებო, ვიცი, ალბათ, ეს თქვენთვის ძალიან ცოტას ნიშნავს, მაგრამ მთელი დანაშაულებრივი სამართლის სისტემის სახელით მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,-განაცხადა მოსამართლემ.

”როდესაც ეს ამბავი გავიგე, ავტირდი. არ ვიცოდი, რა მექნა. მერე ჩემთან მეგობარი მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: „შენი მოგზაურობა დასრულდა“, მაგრამ ასე არ არის. ჩემი მოგზაურობა ახლა იწყება, ახლა უნდა ვისწავლო, როგორ ვიცხოვრო”,- განუცხადა სტიუარტმა ადგილობრივ მედიას.

ალფრედ ჩესტანტსი, რენსომ ვოთკინსი და ანდრიუ სტიუვარტი 1983 წლის ნოემბერში დააკავეს. მათ ბრალად 14 წლის მოსწავლის, დევით დუკეთის მოკვლა ედებოდათ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა