ირაკლი კობახიძე - საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი „ნაციონალი“ და მათ ადგილს დაიკავებს კონსტრუქციული ოპოზიცია, ვისაც უყვარს ქვეყანა, ეკლესია

ვინც ამტკიცებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, მას პირველი კურსის მასალის დაძლევა გაუჭირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „გერმანულ მოდელზე“ დისკუსია შესაძლებელია მხოლოდ მის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.

„სამი წელი გერმანიაში ვსწავლობდი და ეს არის კაზუსი, რომელიც პირველი კურსის პირველ-მეორე ლექციებზე ამოიხსნება. ამ კაზუსის ამოხსნა გვეუბნება იმას, რომ გერმანული მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოწმედ ჩანაწერს. ამასთან დაკავშირებით მზად ვარ ნებისმიერთან დისკუსიისთვის. ვინც სხვა რამეს ამტკიცებს, მას გაუჭირდება პირველი კურსის მასალის დაძლევა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაადასტუროს, რომ დესტრუქციული ძალა არ არის და პასუხისმგებლიანები არიან.

„მაგრამ, კრიზისში არიან და ვერ ამტკიცებენ. ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი „ნაციონალი“ და მათ ადგილს დაიკავებენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვისაც უყვარს ქვეყანა, ეკლესია და ა.შ. ჩვენ ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ შევქმნით, ეს თავისთავად უნდა შეიქმნას“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა