ირაკლი კობახიძე გედევან ფოფხაძეზე - სამი წლის წინ მან ორი თანამდებობა ვაჭრობის საფუძველზე აიღო

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ სამი წლის წინ, „ორი თანამდებობა ვაჭრობის საფუძველზე აიღო“. კობახიძემ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.

„მასზე არ მინდა კომენტარის გაკეთება იმიტომ, ისეთი საფუძვლით დაიწყო ვაჭრობა სამი წლის წინ და ისე დაამთავრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება ასეთ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს. ვაჭრობის საფუძველზე აიღო ორი თანამდებობა. რაზე იყო ეს ვაჭრობა, ამაზე საერთოდ არ მინდა კომენტარის გაკეთება. ამიტომ უკომენტაროდ ვტოვებ ამ ყველაფერს"-, განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძემ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მართველ პარტიაში არიან დეპუტატები, რომლებიც თანამდებობას, სტატუსს, ხელფასს ყურადღებას აქცევენ და არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ეს უხარიათ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს