„ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს, ბესიკ გაზდელიანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს დაკავებული წევრი, ბესიკ გაზდელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ჭინჭარაულმა გამოაცხადა.

ბესიკ გაზდელიანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შსს-ს წარმომადგენელი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმას, ადვოკატი კი, საქმის შეწყვეტას, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიტყვიერი გაფრთხილების გამოყენებას ითხოვდა.

ბესიკ გაზდელიანი გუშინ, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იმ დროს დააკავეს, როცა აქციის მონაწილეებთან მანქანით რამდენიმე პირთან ერთად შეშა მიჰქონდა.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, გაზდელიანი აგრესიულად, ხმამაღლა იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

ვიდეომტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ, მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, თუ რა ნაწილში იყო სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლო იყო, სამართალდარღვევა კამერის მიღმა მომხდარიყო.

ბესიკ გაზდელიანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა