პარლამენტმა საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი დაამტკიცა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გია ვოლსკი გახდა.

კენჭისყრის შედეგად ვიცე-სპიკერები გახდნენ ასევე მამუკა მდინარაძე (80 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) და გიორგი კახიანი (81 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ). როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, კახა კუჭავას კანდიდატურას კენჭს ხვალ უყრიან.

ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელად, პარლამენტმა დავით სონღულაშვილი 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი გახდა ასევე, 80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

გარემოს დაცვის კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს ხვალ უყრის.

ამასთან, პარლამენტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის, ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის, განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

შეგახსენებთ, პარლამენტის სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრებიან ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც სესია პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ დატოვეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო