შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, დღეს პარლამენტის პიკეტირება არ იგეგმება

დღეს პიკეტირება არ იგეგმება, რადგან ხვალინდელი პლენარული სხდომა გადაიდო, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, 19:00 საათზე ისინი აქციის მონაწილეებს თავიანთ გეგმებს გააცნობენ.

„აქცია დაიწყება შვიდ საათზე, ადამიანები როცა გამოვლენ სამსახურებიდან და მოვლენ. დღეს პიკეტირება არ იგეგმება, რადგან ხვალინდელი პლენარული სხდომა გადაიდო. ჩვენ ვიდექით პიკეტში და ახლა პოლიცია თავად აპიკეტებს აქაურობას. შვიდ საათზე გავაცნობთ გეგმებს, ასევე გაცხადდება ლოკალური აქტივობების გეგმაც. აქციებს რაც შეეხება, გრძელდება ჩვეულებრივად”,- განაცხადა დიღმელაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელებთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე მობილიზებულია პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო