არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რატომ არ გაიმართება ხვალ პარლამენტის სხდომა

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლენარული სესია ხვალ აღარ ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანო სხდომას ხუთშაბათს, 28 ნოემბერს გამართავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, საჩქარო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებულია, ამიტომ „ხვალინდელი დღე საკითხების განხილვისთვის საჭირო აღარ იქნება“.

„ვინაიდან ძირითადი საკითხები, რომელიც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ჩვენ დღეს განვიხილეთ და კენჭისყრები ჩავატარეთ, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, ასევე მინისტრის საათი და კენჭისყრები, რომელიც უკავშირდება უკვე საკადრო გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ არის იმდენად საჩქარო საკითხი, როგორიც იყო კომიტეტების საქმიანობის განახლებისთვის. დღის წესრიგში იყო ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტები და მათი ინიციატივები, ვინაიდან ისინი სხდომას არ ესწრებიან, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, რომ ხუთშაბათს დილით განვაახლოთ სხდომა, ანუ ხვალინდელი დღე რეალურად საკითხების განხილვისთვის აღარ იქნება საჭირო, გთავაზობთ, თუ თქვენი მხარდაჭერაც იქნება ამაზე, რომ ხუთშაბათს დილიდან განვაახლოთ სხდომა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს