გია ვოლსკი - ქუჩაში გასვლით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით არანაირი დისკომფორტი არ ექმნება პოლიტიკურ პარტიას - დისკომფორტი ექმნება ქვეყანას

ქუჩაში გასვლით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით არანაირი დისკომფორტი არ ექმნება პოლიტიკურ პარტიას და დისკომფორტი ექმნება ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკი მოუწოდებს ახალგაზრდებს, სიღრმისეულად ჩაიხედონ საკითხებში და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა უერთდებოდე ადამიანებს, რომლებსაც თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ჩადენილი აქვს დანაშაულებები მათი წლოვანების ადამიანების მიმართ.

"ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს მისწრაფება დისკომფორტი შეუქმნას თავის ოპონენტს საკითხებზე მსჯელობისას. ეს არის სწორი და დისკომფორტს არც აქვს საქმიანი ხასიათი. ქუჩაში გასვლით და საზოგადოების შეცდომაში შეყვანით არანაირი დისკომფორტი არ ექმნება პოლიტიკურ პარტიას და დისკომფორტი ექმნება ქვეყანას. ეს დისკომფორტი იქმნება მაშინ, როდესაც სტაბილურობას მცირე საფრთხე ემუქრება. აქედან გამომდინარეობს ჩემი მოწოდება ახალგაზრდებისადმი, რომ სიღრმისეულად ჩაიხედოს საკითხებში, აწონ-დაწონონ და მერე მიიღონ გადაწყვეტილება, შეიძლება თუ არა უერთდებოდე ადამიანებს, რომლებსაც თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი აქვს დანაშაულებები მათი წლოვანების ადამიანების მიმართ, მათ შორის მოკვდინებაც მაქვს მხედველობაში",- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო