ვახტანგ მახარობლიშვილმა ლატვიელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის დაფუძნების 101-ე წლისთავისა და ლატვიის არმიის ფორმირების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ლატვიელ ხალხსა და მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს.

ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის არმიის უდიდესი წვლილი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა 2019 წლის მნიშვნელობას ლატვიის ისტორიაში, რადგან სწორედ წელს აღინიშნება მე-15 წლისთავი ლატვიის რესპუბლიკის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებიდან. მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ეს არის ძალიან ღირებული გამოცდილება საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. „ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას, წლების მანძილზე ვითარდებოდა და ჩამოაყალიბა მტკიცე საფუძველი შემდგომი ნაყოფიერი ურთიერთობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, თავდაცვა, ეკონომიკა და განათლება, ისევე როგორც კულტურა და ხალხთა შორისი კავშირები, არის ნამდვილად სამაგალითო. ჩვენ გვიხარია, რომ ლატვიელი ტურისტებისა და სტუდენტების რაოდენობა იმატებს საქართველოში“, - აღნიშნა მახარობლიშვილმა. მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს