თინა ბოკუჩავა - თუ ხუთშაბათს ექნებათ პარლამენტის სხდომის ჩატარების მცდელობა, ხუთშაბათს მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას

შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო, მაგრამ თუ ხუთშაბათს ექნებათ სხდომის ჩატარების მცდელობა, ხუთშაბათს მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმებზე საუბრისას, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივ დისკომფორტს შეუქმნის მანამდე, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"პიკეტირება, როგორც წესი, პლენარული სესიების კვირაში იქნება. ოთხშაბათი დღეც არის სასესიო კვირა, მაგრამ შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი სხდომა გადადო. შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ ხუთშაბათს. მაშინ ხუთშაბათს იქნება პიკეტირება. თუ პარასკევს ჩაატარებენ, პარასკევს იქნება, თუ მომავალ კვირას ჩაატარებენ, მომავალ კვირას იქნება. იქნება მიდმივი დისკომფორტი "ქართული ოცნებისთვის", მანამ არ შეასრულებენ დანაპირებს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

"ბუნებრივია, შევუერთდებით აქციას. ასევე ვაპირებთ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდეს პარლამენტთან. ნებისმიერი მცდელობა, რომ პარლამენტმა ჩაატაროს პლენარული სხდომა, უნდა იყოს ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი "ქართული ოცნების" თითოეული დეპუტატისთვის. ხვალინდელი სხდომა იცით, რომ შეშინებულებმა გადადეს, მაგრამ შეიძლება ზეგ ან მაზეგ ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ სხდომა. რა თქმა უნდა იქნება პიკეტირება და პროტესტი. არ გავჩერდებით", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი მანამდე, სანამ არ მიაღწევენ თავისი მოთხოვნების შესრულებას. მისივე განცხადებით, "ოპოზიციის ამგვარი ერთიანობა არის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე და თავის ტკივილი" და სწორედ ამიტომ შეინარჩუნებენ ერთიანობას".

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ გააგრძელონ კოორდინირებული მოქმედება "ერთად ერთის წინააღმდეგ" მანამდე, სანამ „ივანიშვილს არ შეასრულებინებენ იმ დანაპირებს, რაც ხალხზე გასცა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო